“თავისუფალი დემოკრატები” ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებას მიუღებლად მიიჩნევენ

“თავისუფალი დემოკრატები” ჟურნალისტ ეკა მიშველაძის გათავისუფლებას საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მიუღებლად მიიჩნევენ. ამასთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს.

“ჩვენთვის, “თავისუფალი დემოკრატებისთვის”” ყოვლად მიუღებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ეკა მიშველაძის გათავისუფლების ფაქტი. ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და იგი უკავშირდება პარტია “”თავისუფალ დემოკრატებს””. საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობის მხრიდან არაერთხელ იქნა გამოთქმული მოსაზრება, რომ ოპოზიციონერის მეუღლეს არ შეუძლია პოლიტიკური თოქ-შოუ მიყავდეს. სწორედ ეს არის დევნა პოლიტიკური ნიშნით და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეკა მიშველაძის გათავისუფლება შემადგენელი ნაწილია ხელისუფლების მხრიდან დაწყებული მედია სივრცის გაკონტროლების მცდელობისა.

“ხელისუფლების სურვილი გააკონტროლოს მედიასივრცე ნათლად გამოვლინდა ეკა მიშველაძის, ინგა გრიგოლიას, ტელეკომპანია “”რუსთავი 2-ის”” და მაესტროს შემთხვევაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს ხდება საარჩევნო წელს და იმის ფონზე, რომ პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო საზოგადოებას გამჭვირვალე და სამაგალითო არჩევნების ჩატარებას პირდება. მედის შეზღუდვა კი წინასაარჩევნოდ საარჩევნო გარემოს შეზღუდვას ნიშნავს. თუკი სახელმწიფომ ასეთი ზეწოლა გააგრძელა დაზიანდება, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების მომავალი ასევე საქართველოს საერთაშორისო იმიჯი”, – აცხადებენ “თავისუფალ დემოკრატებში”.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს არ გეგმავს
შემდეგი სტატიათანამედროვე ცივილიზებული სამყარო ორი მთავარი გამოწვევის წინაშე ვდგავართ – ესაა ისლამური სახელმწიფო და რუსეთი