„თავისუფალ დემოკრატებზეც“ და „რესპუბლიკელებზეც“ ბევრი კრიტიკული გამონათქვამი მომიწია, რადგან ახლობელს უფრო მეტი უნდა ვუთხრა პირში”

„მე მინდა, რომ ის დაისაჯოს თაღლითური განქორწინებისთვის

„თავისუფალ დემოკრატებზეც“ და „რესპუბლიკელებზეც“ ძალიან ბევრი კრიტიკული გამონათქვამი მომიწია ელემენტარული მიზეზის გამო, მე ისეთი კაცი ვარ, ახლობელს უფრო მეტი უნდა ვუთხრა პირში, არაფერი გადამიჭარბებია საჯაროდ, ეს ყველაფერი ნათქვამი მაქვს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, კრიტიკული განცხადებები გააკეთა ნინო ბურჯანაძისა და „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართაც.

„როდესაც „რესპუბლიკელები“ მიმანიშნებენ, რომ მრავალპარტიულობის მომხრე ვიყავი ყოველთვის და თითქოს მიმართულება შევიცვალე, სწორედ ამის გამართლებას ვაპირებდი. ჩემი სურვილი, რაზეც მრავალჯერ მითქვამს კოალიციაში ყოფნის დროს, არის ის, რომ ყველა პარტია განვითარდეს, განსაკუთრებით კოალიციაში მყოფი პარტიები, რათა მეტი არჩევანი შეეძლოს ხალხს. ჩემგანაც ელოდნენ დამოკიდებულებას, რომ მე ვიტყოდი, „ქართულ ოცნებას“, „რესპუბლიკელებს“, „თავისუფალ დემოკრატებს“, „მრეწველებს“ და „ფორუმს“ დავუჭერდი მხარს ერთდროულად. იმიტომ მომიწია ბევრი განმარტების გაკეთება, რომ სამწუხაროდ მე ეს ვერ შევძელი. ეს ვერ შევძელი არა იმიტომ, რომ სურვილი არ მაქვს, არამედ იმიტომ, რომ ამ პარტიების ბევრი ნაკლი გამოჩნდა“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მრეწველების” რეგისტრაციიდან მოხსნა – ტყემალაძე ხელისუფლების ინტერესებზე ალაპარაკდა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: იმისთვის არ მოვსულვართ, რომ უშიშროებამ მართოს ქვეყანა