“თავიანთი დიპლომები დაჰკიდონ კედლებზე და იმარიაჟონ” – თამაზ მეჭიაური “რესპუბლიკელებზე”

ეს არ არის სამყაროს დასასრული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება

უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” საარჩევნო სია განათლებისა და „დიპლომების მქონე ადამიანების” მიხედვით არ უნდა დაკომპლექტდეს.

ამის შესახებ მეჭიაურმა “კურიერთან” საუბრისას “რესპუბლიკელების” განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

მისი აზრით, ეს არ არის გამარჯვების გარანტია.
„ახლა რომ ავდგეთ და მარტო სხვადასხვა პრესტიჟული ინსტიტუტების დიპლომების მიხედვით გავაკეთოთ სია, ეს დიპლომები დარჩებათ ისე, თუკი უმრავლესობით ვერ მოვედით. კაბინეტებში გააკეთონ მერე სიგელები და იმარიაჟონ მაგითი,“ – აცხადებს თამაზ მეჭიაური.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: პირადად ჩემთან კონსულტაციები არ დაწყებულა
შემდეგი სტატიაგიორგი გაბაშვილმა გაზპრომს “საერთაშორისო ყაჩაღი კომპანია” უწოდა