თავდასხმა უკრაინის სახალხო დეპუტატზე |ვიდეო|

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც გადაღებულია შემთხვევის ადგილზე, სადაც მოხდა თავდასხმა “ილეგ ლიაშკოს რადიკალური პარტიის” წარმომადგენელზე, პარლამენტარ იგორ მოსიიჩუიკზე. ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ გამოდის ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ტელევიზიის შენობიდან კიევში, მიცკევიის ქუჩაზე, 24 ოქტომბერს. ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაზარალდა 4 ადამიანი: თავად დეპუტატი, მისი დაცვის წევრები და პოლიტოლოგი ვიტალი ბალა. ისინი სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს მძიმე მდგომარეობაში. აფეთქებამ მთლიანად გაანადგურა 2 ავტომანქანა და კიდევ რამდენიმე დააზიანა. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ერთ-ერთი დაზარალებული – დაცვის წევრი, გარდაიცვალა სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში. დეპუტატ მოსიიჩუკს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა.

https://youtu.be/WrSjG7OY0_M

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დომინოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდის
შემდეგი სტატიასომეხმა დეპუტატმა ლუკაშენკოს შვილს თეთრი ლომები აჩუქა