თავდასხმა ფილიპინებში – გარდაცვლილია 36 ადამიანი

ფილიპინებში, ტურისტულ კომპლექსზე მომხდარ თავდასხმას 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

BBC-ის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა, ადგილზე მყოფებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი – შენობაში ხანძარი გააჩინა.

ადგილობრივმა სამართალდამცველებმა სასტუმროს იზოლირება მოახდინეს. სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

banner
წინა სტატიაში“ყველა ჩვენგანს ემუქრება საფრთხე, რომ ტომარა ჩამოაცვან თავზე და გაქრეს”- დეკანოიძე
შემდეგი სტატიაგაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო