თავდასხმა ლონდონში

თავდასხმა ლონდონში

3ერთი ქალბატონი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა 19 წლის მამაკაცის დანით თავდასხმისას, ლონდონის ცენტრში. პოლიციამ ბოროტმოქმედი დააკავა. ისინი მის ფსიქ-ფაქტორზე მიუთითებენ, თუმცა, ტერორიზმსაც არ გამორიცხავენ.
შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ექვსი დაჭრილი დახვდა. ერთი ქალი, რომელიც 60 წლის იყო, მოგვიანებით გარდაიცვალა. დაშავებულები არიან 2 ქალი და სამი მამაკაცი – მათ სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები აქვთ მიყენებული.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
გუშინ ლონდონის მერმა და პოლიციის უფროსმა საპატრულო პოლიციას 600 შეიარაღებული სამართალდამცველი დაამატეს ლონდონის ქუჩებში წესრიგის დასაცავად.

banner
წინა სტატიაშილალი ფაფიაშვილი : ჩემი და ჩემი ახლობლების მიმართ ზეწოლა არ ყოფილა
შემდეგი სტატიაავღანეთში ტურისტების ჯგუფს თავს დაესხნენ – არიან დაშავებულები