თავდასხმა ბერლინში: სამართალდამცველები ამრის 14 სახელით იცნობდნენ

ტუნისელი ანის ამრი, რომელმაც ბერლინში 19 დეკემბერს, საშობაო ბაზრობაზე მოაწყო თავდასხმა, სხვადასხვა სამსახურებში 14 სხვადასხვა სახელითა და გვარით იყო დარეგისტრირებული. გამოძიების ვერსიით, ამრი სხვადასხვა სახელით იმიტომ რეგისტრირდებოდა, რომ ერთდროულად ბევრი დახმარება მიეღო მთავრობისგან.
პოლიციის წარმომადგენლის დიტერ შურმანის თქმით, სპეცსამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ თავდასხმა თავიდან აეცილებინათ, თუმცა, ვერც რეგიონალურმა და ვერც ფედერალურმა ხელისუფლებამ იმის მტკიცებულებები ვერ მოიპოვა, რომ ის ტერაქტის განხორციელებას აპირებდა.

შეგახსენებთ, რომ ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა და 50-მდე დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიიაპონიის სადაზღვევო კომპანიამ 34 თანამშრომელი რობოტებით ჩაანაცვლა
შემდეგი სტატიაჩიკაგოში “ფეისბუქში” წამების” საქმეზე ოთხ ახალგაზრდას ბრალი წაუყენეს