თავდასხა ბელგიელ პარლამენტარზე – რაულ ჰედებოვი დაჭრილია

ევროპული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიის ქალაქ ლიეჟში საპირველმაისო აქციის დროს, ბელგიის მუშათა პარტიის პრესმდივანს, ფედერალური პარლამენტის წევრ რაულ ჰედებოვზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა…
თავდამსხმელი რაულ ჰედებოვს სიტყვით გამოსვლის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე უკნიდან მიეპარა და დანით დაჭრა იგი. ინციდენტისთანავე ბელგიის პოლიციამ ადგილზე დააკავე თავდამსხმელი და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი პარლამენტარის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბელგიის პოლიცია ამ დრომდე არც დაპატიმრებულის ვინაობას აცხადებს და არც თავდასხმის მოტივს, თუმცა ბელგიური მედია სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაკავებული თავდამსხმელი თურქი ეროვნების პირია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში აფხაზურნომრიანი მანქანების გამოჩენა გააპროტესტეს
შემდეგი სტატიანინო ანანიაშვილს იაპონიის იმპერატორის ჯილდო მიენიჭა