(video)თავდამსხმელი მუშაობდა ისე, როგორც კარგი გამოცდილი ყასაბი – ალექსი პეტრიაშვილი

თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის თქმით, მის მიმართ განხორციელებული თავდასხმა იყო წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია.

თავდასხმის დეტალებს პეტრიაშვილი გადაცემა არჩევანში მოჰყვა. მის თქმით მომხდარი დაგეგმილი ოპერაცია იყო.

“ჩემი გადმოსახედიდან თვალთვალის შედეგად იქნა გამოვლენილი ჩემი ადგილსამყოფელი და ეს იყო დაგეგმილი, დაკვეთილი. მე არაფერი არ შემიმჩნევია. ამას ახლა, როგორც დასკვნას, ისე გთავაზობთ და მაქვს ამის გარკვეული საფუძველი იმიტომ, რომ ამის ლოგიკა არის ამაში. ეს იყო, შეიძლება ძალიან კარგად ვერ, მაგრამ წინასწარ დაგეგმილი, დაკვეთილი ოპერაცია ამ სადისტური თავდასხმის. შესაბამისად, ეს უნდა იყოს გამოძიებული,“ – განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისვე თქმით, “თავდამსხმელი მუშაობდა ისე, როგორც კარგი გამოცდილი ყასაბი“.

https://youtu.be/8lRzXubte8I

banner
წინა სტატიაში,,პრეზიდენტი მხარს უჭერს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას და კვოტირების სისტემის დანერგვას”
შემდეგი სტატია(video)ეს არის ხელისუფლების ღირსების საქმე – ალექსი პეტრიაშვილი