თავდაცვის სფეროს ორი რუსული კომპანია აშშ-მ “შავ სიაში” შეიყვანა

აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ “შავ სიაში” რუსეთის თავდაცვის სფეროს 2 კომპანია შეიყვანა – კონსტრუქტორული ბიურო “ნოვატორი” და სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი “ტიტან – ბარიკადები”. ამის შესახებ იუწყება სააგენტო “ТАСС”, რომელიც აშშ-ს ფედერალური რეესტრის მონაცემებს ეყრდნობა.
აშშ მიიჩნევს, რომ ამ კომპანიათა საქმიანობა ეწინააღმდეგება ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს. მათ მიმართ ამოქმედდება საექსპორტო ლიცენზირების რეჟიმი, რაც კრძალავს ამ კომპანიებისთვის ამერიკული წარმოების პროდუქციის მიყიდვას.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვმა და სოხუმმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას “განათლებისა და კვალიფიკაციის ურთიერთცნობის შესახებ”
შემდეგი სტატიაღალატი, რომელიც უკრაინელებს არ ეპატიებათ