თავდაცვის სამინისტროს “დელტას” ხელმძღვანელის გათავისუფლების დეტალებზე საუბარი მოუწევს

საქართველოს პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ჩარევის პირდაპირი კომპეტენცია არ გააჩნია

deltaთავდაცვის სამინისტროს “დელტას” ხელმძღვანელის გათავისუფლების დეტალებზე საუბარი მოუწევს, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში.

“როგორც ჩანს, ეს ქალბატონი მინისტრის გადაწყვეტილებაა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი, რამდენიმე დღის წინ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის არაეფექტურ მუშაობას უკავშირდება. ნაწილობრივ, ჩემთვის ინფორმაცია ცნობილია, მაგრამ არ მინდა, ცალმხრივ ინფორმაციას დავეყრდნო”, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, “დელტამ” თავდაცვის სამინისტროს არა ერთხელ მიმართა იმ თანხასთან დაკავშირებით, რაც რაკეტების შესაძენად იყო საჭირო.

“ჩემთვის ცნობილი არ არის თავდაცვის სამინისტროს პოზიცია, თუ რატომ არ მოხდა ამ თანხის დროულად მიწოდება, რაკეტების დროულად წარმოება და შესაბამისი მიმართულებით ჩაშვება. ჩემთვის, “დელტა” და თავდაცვის სამინისტრო ცალ-ცალკე მხარე არ არის. ეს ერთი სისტემაა და პასუხისმგებლობა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს აქვს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ელჩმა რუსეთში ყირიმის შესახებ ვენეტოს რეზოლუციაზე კომენტარი გააკეთა
შემდეგი სტატიაანკარამ უმიზეზო უწოდა ბუნდესტაგის მიერ სომხების გენოციდის აღიარებაზე კენჭისყრას