თავდაცვის სამინისტრომ პროფესიულ სასწავლებლებთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი პროფილის მქონე სამხედრო მოსამსახურეები მომზადებას პროფესიულ ცენტრებში გაივლიან. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თანამშრომლობის ფარგლებში, საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფებიდან სამხედრო მოსამსახურეები შემდუღებლის, ელექტრიკოსის, ტექნიკოსის, ძრავის სპეციალისტის, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორისა და სხვა სპეციალოებებს დაეუფლებიან.

ამ მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პროფესიულ კოლეჯებთან „სპექტრი“ და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

პროფესიულ სასწავლებლებში სამხედრო მოსამსახურეების მომზადება ფინანსური რესურსის დაზოგვასა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

banner
წინა სტატიაში“არ მივცეთ არავის საბაბი, რომ თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე” – პრემიერი სახელმწიფო უწყებებს
შემდეგი სტატიაპრემიერი : რთველი 2017 დამთავრდა ძალიან წარმატებულად