თავდაცვის სამინისტრომ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის სამი მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“, შპს “ვიტა პროდუქტთან”, შპს „აგროკონსორციუმ წეროვანთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმდ.

დოკუმენტებს ხელი მოაწერეს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ, შპს “ვიტა პროდუქტის” დირექტორმა გიორგი გიორგაძემ და შპს „აგროკონსორციუმ წეროვანის“ დირექტორმა ილია პატიაშვილმა.

როგორც თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, მემორანდუმების თანახმად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და შპს “ვიტა პროდუქტი” საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს, თბილისის და წალკის რაიონის მაშტაბით სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმებას უზრუნველყოფენ.

შპს „აგროკონსორციუმ წეროვანი“ კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის, მარო მაყაშვილის სახელობის წეროვნის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში მყოფ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, კომპანიის მიერ წარმოებულ რძის ნაწარმს ყოველი სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ გადასცემს.

ხელმოწერას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილ გიორგი ბუთხუზი, თავდაცვის სამინისტროს და მემორანდუმის ხელმომწერი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიალეპოში “ჰუმანიტარული პაუზის” მანძილზე ისევ ისმის სროლის და აფეთქების ხმები
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: რუსეთის ბაზარი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის