თავდაცვის მინისტრს პარლამენტში მოუსმენენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, კომიტეტის ფარგლებში რამდენიმე დახურული სხდომის გამართვა იგეგმება.

„საუბარი მქონდა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამ წლის განმავლობაში ასეთი რამდენიმე შეხვედრა გაიმართება. თემების წინასწარი დასახელებისგან თავს ვიკავებ, თუმცა ის ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

მისივე ცნობით, თებერვალში, კომიტეტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას მოუსმენენ.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტროში ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მსჯელობენ
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: რა სამწუხაროა, როცა ადამიანები ფულის გამო სახეს კარგავენ