თავდაცვის მინისტრმა და გენშტაბის უფროსმა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იმყოფებოდნენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა დაღუპული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავი ყვავილებით შეამკეს. ეროვნული გმირი ოჯახის წევრებმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმაც გაიხსენეს.

banner
წინა სტატიაშიყაზბეგის გამზირზე მოჭრილი ხეების საკითხზე პროკურატურაში საჩივარი შევიდა
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – არავის ეგონოს, რომ მოსკოვს ცრემლების სჯერა