თავდაცვის მინისტრი მედიას სთხოვს, გაიხსენოს როგორ პასუხობდა ის პრეზიდენტზე დასმულ შეკითხვას

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელის განცხადებით, გასაგებია, თუ რატომ არ ენდობა ირმა ინაშვილი ქართველ ჯარისკაცებს

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი პრეზიდენტის განცხადებას აფასებს. მინისტრმა ჟურნალისტებს, სთხოვა, საარქივო მასალას გადახედონ.

მარგველაშვილი “რესპუბლიკელებსა“ და თამაზ მეჭიაურს შორის განსხვავებას თუ ვერ ამჩნევს, ეს თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ. ჟურნალისტების არქივები საუკეთესო საშუალებაა ყველაფრისთვის. თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ არქივები, როცა მე გავხდი მინისტრი და პირველსავე დღეს, დამისვეს კითხვა, მივიღებდი თუ არა მონაწილეობას პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლაში. ნახეთ და ძალიან გთხოვთ, საზოგადოებას გაახსენოთ. ამ თემაზე პინგ-პონგის თამაშს არ ვაპირებთ“, – განაცხადა ხიდაშელმა.

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა თამაზ მეჭიაურსა და ”რესპუბლიკურ პარტიას” შორის დაპირისპირებაზე დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ის “ნაკლებად აფასებს ამ პროცესებსა და დინამიკას”.

“ამ პოლიტიკურ გუნდთან მიმართებაში, ჩემთვის სერიოზული განსხვავებები ამ პოლიტიკურ ფიგურებს შორის არ არის იმიტომ, რომ იგივე პოლიტიკური პარტიებისა და ფრაქციების წარმომადგენლები უნისონში საუბრობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტების თაობაზე, პრეზიდენტის მმართველობის დისკრედიტაციის თაობაზე.

საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის როლი მხოლოდ პანაშვიდებზე სიარულია, იმის თაობაზე, რომ თურმე, როდესაც პრეზიდენტი მოიწვევს პარლამენტის სხდომას, ტელევიზიით უნდა მოუწოდო დეპუტატებს, ნუ დაუჯერებთ პრეზიდენტს და ნუ მიხვალთ იმ სხდომაზე იმიტომ, რომ დეპუტატი თურმე, პარლამენტში არ უნდა მიდიდოდეს პრეზიდენტის დაძახილზე”, -განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც პრინციპულად უპირისპირდებოდა, როდესაც საუბარი იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემასა და საპრეზიდენტო გამოსვლებზე.

”ეს არის ის გუნდი, რომელიც ხშირად ვერ ხედავდა ჩემს ადგილს საქართველოს პარლამენტში. ეს არის ის გუნდი, ბატონი ”ქართული ოცნების” დეპუტატი და ”რესპუბიკური პარტიის” დეპუტატი ერთად უნისონში გმობდნენ პრეზიდენტის ვეტოს ეროვნულ ბანკთან მიმართებაში, რომელიც შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა. ეს არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც აბსოლუტურად უნისონში ახერხებდა იმას, რომ პრეზიდენტს შესაბამისი კორესპოდენცია არ მიეღო უცხოეთიდან. ამიტომ, ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ ამ პროცესს.

მე ერთადერთ შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, რომ მთელ ამ პოლიტიკურ ორ წლიან პროცესში პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც მე შევძელი ურთიერთობა და რომელთანაც შესაძლებელი იყო მანამდეც კონსტრუქციული დიალოგი, დღესაც შესაძლებელია და იმედია, რომ მომავალშიც ასე იქნება, ეს არის გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც არასადროს კარგავდა სახეს, როგორც მინისტრი და როგორც ვიცე-პრემიერი. დანარჩენ ფიგურანტებზე ნაკლებად მინდა, ვიმსჯელო, მაგრამ ამ პროცესს აქვს თავისი ისტორია და როდესაც მეთოდურად, შენს პრინციპებს ღალატობ, ეს გიბრუნდება უკან”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისოხუმში თავდასხმა მოხდა
შემდეგი სტატია(+ვიდეო) “ქართველი ვარ, მაგრამ სულით რუსი ვარ!”