თავდაცვის მინისტრი ხურჩაში რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხურჩაში რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. განცხადება ამის შესახებ თავად მინისტრმა გააკეთა. კითხვაზე “ადასტურებს თუ არა საზღვრის გადმოწევის ფაქტს,” იზორიამ განაცხადა, რომ იგი კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს.

ლევან იზორია ამბობს, რომ რუსეთის მიერ აქვს ადგილი საქართველოს ოკუპაციას, რაც მისი თქმით, დიდი აღშფოთების საგანია.
„მე ამაზე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს. მე ზოგადად ვადასტურებ ფაქტს, რომ აქვს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას ადგილი, ერთი მეტრიც რომ იყოს, ეს არის აღშფოთების, დიდი აღშფოთების საგანი,“-აცხადებს იზორია.

banner
წინა სტატიაშიბელიზიდან აფრენილი სამგზავრო თვითმფრინავი ფლორიდაში ავარიულად დაეშვა
შემდეგი სტატია„საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ემყარება საერთო ინტერესს და ეფუძნება საერთო ღირებულებებს“ – მიხეილ ჯანელიძე