თავდაცვის მინისტრად კობა კობალაძის კანდიდატურას „რესპუბლიკელები“ ლობირებენ?

თავდაცვის მინისტრად კობა კობალაძის კანდიდატურას „რესპუბლიკელები“ ლობირებენ?

kobalaZeახალი პოლიტიკური ინტრიგა – რა აკავშრებს ვეტერანთა დეპარტამენტის შეფს „რესპებთან“  

 

მართალია, მმართველ პარტიას გაემიჯნენ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში პოსტები დატოვეს და არჩევნებშიც მონაწილეობას დამოუკიდებლად მიღებენ, მაგრამ „რესპები“, როგორც „თაიმერისთვის“ გახდა ცნობილ, სერიოზულ პოლიტიკურ ინტრიგას ამზადებენ. ზოგად, ჩვენი წყაროების მონაცემებით, ინტრიგა და სიტაუციის არევა ამ პარტიის ლიდერთა ხასითია.

„რესპუბლიკელები“ რომ არ ყოფილიყვნენ, „ქართული ოცნება“, როგორც კოალიცია დღესაც იარსებებდა და სიტუაციაც სხვანაირი იქნებოდა,“ – აღნიშნა „თამერთან“ საუბრის დროს ჩვენმა ერთ-ერთმა ინფორმატორმა, რომელიც ქართული პოლიტიკის კულუარებეში, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსი არ არის, კარგად ერკვევა.

სხვათა შორის, მარტო კოალიცია „ქართული ოცნების“ კი არა, როგორც ქართულ პოლიტიკაში გარკვეული ადამიანები განმარტავენ, თავის დროზე ე. წ. „ოპოზიციური რვიანის“ დაშლაც სწორედ, თურმე, „რესპუბლიკელების“ კისერზეა.

„მაშინდელი „რვიანის“ წევრებს ამ თემაზე ხმამაღლა არასოდეს ულაპარაკიათ, მაგრამ მახსოვს, მაშინ პირად საუბრებში ყველა მიანიშნებდა, რომ ხიდაშელ-უსუფაშვილის წყვილი ყველას „პადნოჟკას“ უდებდა. ზოგადად თუ ვიტყვით, ამ პარტიაში „გამწევი ძალა“ სწორედ უსუფაშვილი, ხიდაშელი და ძმები ბერძენიშვილები არიან, ანუ ყველა ნარატივს ეგენი იღებენ და სხვის იდეას, როგორი უნიკალურიც უნდა იყოს, ყურადღებას არ აქცევენ. არადა, იგივე თინა ხიდაშელი გარედან ჩანს ჭკვიანი, თორემ თუ, მაგალითად, მართლა პროფესიონალი და გამოცდილი იურისტი დაელაპარაკება, ბევრ რამეში „გაჭედავს“, – აღნიშნავს ჩვენთან ტეტ-ა-ტეტ საუბრის დროს ერთ-ერთი ინფორმატორი, რომელმაც „თაიმერს“ ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, საინტერესო ინფორმაცია მოაწოდა.

ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, „რესპებს“, როგორც წყარო ამბობს, გადაუწყვეტიათ, რომ ხელისუფლებაში გავლენები შეინარჩუნონ და ამ სქემის ამუშავებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაუწყვიათ.

„თინა ხიდაშელმა ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ ის და პაატა ზაქარეიშვილი მინისტრის თანამდებობეს ტოვებენ, მაგრამ მედიაში კარგა ხანია მუსირებდა აზრი, რომ ხიდაშელი ნატო-ს სამიტის შემდეგ გადადგებოდა. არადა, თავის დროზე, როცა „რესპებმა“ განაცხადეს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებდნენ მონაწილეობას, ხაზგასამით ისიც აღნიშნეს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობების დატოვებას არ აპირებდნენ. ამის მიუხედავად, გაჩნდა ვერსიები, თუ ვინ დაიკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს. ხიდაშელის შემცვლელად ერთ-ერთი პირველი ვინც დასახელდა, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა კობალაძე გახლდათ, თუმცა იგივე „რესპებისთვის“ არავის უკითხავს, თუ პოსტების დატოვებას არ აპირებდნენ, ეს ჭორები რატომ გავრცელდა. ან ამასაც თავი რომ დავანებოთ, იქნებ, ვინმე დაინტერესებულიყო და მაგალითად, თინა ხიდაშელისთვის ეკითხა, როგორც თავდაცვის მინისტრი, კობა კობალაძეზე რა აზრის არის. აი, თუ ვინმე თინას ამ კითხვას დაუსვამდა ან ახლა დაუსვამს, ფარდა ბევრ რამეს აეხდება,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო.

„თამერი“, რა თქმა უნდა, დაინტერესდა, თუ რატომ აკეთებდა ამ მნიშნებას ჩვენი წყარო და ჩაეკითხა. წყარომ პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა, მაგრამ კობალაძის და „რესეპუბიკელების“ ურთიერთობაზე მიანიშნა და, როგორც იტყვიან, სასხვათაშორისოდ აღნიშნა:

„არ მგონია, მეშლობოდეს, მაგრამ 2013 წელს, ნაძალადევის არჩევნებში კობა კობალაძე, შემთხვევით, თამარ კორძაიას საარჩევნო შტაბის უფროსი ხომ არ იყო?!“

შეგახსენებთ: მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრ გახდა, ნაძალადევის რაიონში შუალედური მაჟორიტარული არჩევნები დაინიშნა, სადაც „ოცნების“ კანდიდატი „ენჯეოშნიკი“ თამარ კორძაია იყო. პარლამენტში შესვლის შემდეგ, როგორც ცნობილია, კორძაია „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი გახდა.

გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკაში უბრალო დამთხვევები არ ხდება, შეიძლება, ვივრაუდოთ, რომ კობალაძის შესაძლო თავდაცვის მინისტრობაზე ხმა „რესპებმა“ შეგნებულად და მიზანიმართულად გაავრცელეს, ანუ როგორც ჩვენი წყაროებიც ვარადობენ, ამით „რესპები“ საზოგადოებრვი აზრის შექმნას ცდილობენ, რომ ამ ფორმით იგივე პრემიერ კვირკაშვილზე ზეწოლა მოახდინონ და აიძულონ, რომ თავდაცვის მინისტრად კობალაძე დანიშნოს. სხვათა შორის, ჩვენი წყარო იმასაც ამბობს, რომ კვირიკაშვილსა და კობალაძეს ნათესური კავშირი აქვთ.

„ზოგადად თუ გადავხედავთ, „რესპუბლიკურ პარტიას“ ხალხში ავტორიტეტი არ აქვს. ამიტომ, არჩევნებზე დამოუკიდებლად რისი იმედით გადის, გაუგებარია. თინას შეიძლება, ძალიანაც უნდოდა, რომ თავდაცვის მინისტრად დარჩენილიყო და არჩევნები ჩაეტარებინა, მაგრამ რაკი პარტია დამოუკიდებლ რეჟიმშია, მისი თავდაცვის მინისტრად დარჩენა დიდი აჟიოტაჟს გამოიწვევდა. შეაბამისად, ასეთი ინტრიგა მოიფიქრეს, რომ თავდაცვაში თავიანთ ნდობით აღჭურვილი პიროვნება მოიყვანონ. ასეთი პიროვნება კი, ჩემი დაკვირვებით, კობა კობალაძეა. ჯარის ხმებს კი არჩევნებში, მოგეხსენებათ, დიდი მნიშვნელობა აქვს – ვერ ვიტყვი, რომ ეს არჩევნების შედეგებს შეცვლის, მაგრამ თუ სამხედროების უმეტესობას ხმას, მაგალითად, „რესპუბლიკურ პარტიისთვის“ მიაცემინებენ, ეს პარტია ბარიერს გადალახავს და მერე თავმომწონედ იმასაც იტყვის, ერთპროცენტიანებს ტყუილად გვეძახდითო, ანუ ეს, დაახლოებით, ისეთი სცენარია, როგორი სცენარიც საგარეჯოს შუალედურ არჩევებში გათამაშდა, – გამოთქვამს თავის მოსაზრებას „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც კიდევ ერთ მოსაზრებას აჟღერებს, – რატომღაც მგონია, რომ „რესპები“ არჩევნებზე სექსუალური და ეროვნული უმცირესობების ხმებზეც ინადირებენ. ასეთი აზრი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ხიდაშელმა ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მუსულმანური სალოცავი გახსნა. არადა, ქართულ ჯარში ვერსად ნახავთ იგივე მართლმადიდებლურ ეკლესიას და ეს სწორიც არის, რადგან ჯარში მთავარი რელიგია, უხეშად რომ ვთქვა, არის დროშა. ახლა კი რა გამოდის: რადგან პრეცედენტი არსებობს, ჯარში საკუთარი სალოცავის გახსნა შეიძლება, ყველა რელიგიის წარმომადგენელმა მოინდომოს. ეს ყველაფერი კი ქართულ სახელმწიფოებრიობსთვის საფრთხის შემცველია.“

ბერდია კალანდია

 

banner
წინა სტატიაშიმცხეთაში „ქართული ყველის ფესტივალი–2016“- დაიწყო
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა