თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია

თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სასწავლო პროცესი ორი დღით შეჩერებულია.
როგორც „თაიმერს“ თავდაცვის სამინისტროში განუმარტეს, ამის მიზეზი წყალსაქაჩი სისტემის ავარია გახდა, რამაც აკადემიის წყლით მომარაგების და შესაბამისად, გათბობის სისტემის შეჩერება გამოიწვია.
„შესაბამისი სამსახურები ადგილზე მუშაობენ ავარიის შედეგების აღმოსაფხვრელად. ბუნებრივია, ჩვენ კურსანტებს ამ ამინდის პირობებში სასწავლებელში ვერ დავტოვებდით. ეს ორი აკადემიური დღე მათ აუნაზღაურდებათ შაბათ-კვირის ხარჯზე. ეს ჩვეულებრივი ამბავია. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანის პასუხი შალვა ნათელაშვილს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების მიზნით, მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დაიწყოს