თათია დოლიძე გამოკითხვა თითქმის ექვს საათი მიმდინარეობდა

თათია დოლიძემ პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა დატოვა. დოლიძის გამოკითხვა თითქმის ექვს საათს გაგრძელდა. როგორც გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ თათია დოლიძემ განაცხადა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს ვერ გააკეთებს.

შეგახსენებთ, თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს მუქარას და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით – ვადით 120-დან 180-მდე საათით ან გამასწორებელი სამუშაოთი – ვადით ერთ წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთით – ვადით ერთ წლამდე.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: იმედია პოროშენკოს თბილისში საპონი და პირსახოცი მიაქვს
შემდეგი სტატიარუსეთში იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია საბოლოოდ აკრძალეს