თარხან-მოურავი ეგზიტპოლებზე: მატყუარა KFC შემოუყვანიათ, თან ქათმის ფრთებს ყიდის

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის დავით თარხან მოურავის თქმით, საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლი „რუსთავი 2“-ის დაკვეთით “KFC“-მ ჩაატარა.

თარხან-მოურავის თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია მსოფლიოში სახელგანთქმული რესტორანი “KFC”-ია.

“რომ იცოდეთ, “KFC” – ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ქათმის ფრთებს ყიდის”, – განაცხადა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე აჭარის ტელევიზიის ეთერში თარხან-მოურავმა.

ვიდეოს სოციალური ქსელის მომხმარებლები აქტიურად აზიარებენ და აღნიშნავენ, რომ მას ზემოხსენებული რესტორანი გერმანულ-ამერიკულ ორგანიზაცია GFK-ში აერია.

banner
წინა სტატიაშიიან კელიმ და იანოშ ჰერმანმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მოულოცეს
შემდეგი სტატიაყირგიზეთის პრეზიდენტი: ბევრი რამ ვისწავლეთ საქართველოსგან