თარხან ბათირაშვილის ადგილი (“ISIS”-ის სამხედრო მეთაური) დაიკავა გულმუროდ ხალიმოვმა

al-tajikiერაყის უშიშროების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ ხალიმოვი – მეტსახელად ალ-ტაჯიკი, გახდა თარხან ბათირაშვილის შემცვლელი.

ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ გაჟღერებულა, რადგან ბოევიკები შიშობენ, რომ ამ შემთხვევაში ის ავიადარტყმების სამიზნე გახდება.

ცნობისთვის, ტაჯიკეთის “ОМОН”-ის ყოფილი უფროსი გულმუროდ ხალიმოვი შეუერთდა “ისლამურ სახელმწიფოს” 2015 წლის  აპრილში.

ხალიმოვმა (ტაჯიკეთის მილიციის პოლკოვნიკი, დაამთავრა შსს-ს უმაღლესი აკადემია და მრავალი სტაჟირება გაიარა რუსეთში და აშშ-ში) ფიცი დადო რომ დაბრუნდება სამშობლოში და დაამხობს ემომალი რაჰმონის რეჟიმს.

ვასილ პაპავა (ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში)

 

banner
წინა სტატიაში20 არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიციას ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის აფუძნებს
შემდეგი სტატიაზუგდიდის გამგებლობისთვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” სოფელ ორსანტიის მაჟორიტარი დეპუტატი ბესარიონ გაბუნია იბრძოლებს