თარხან ბათირაშვილი უკვე რამდენიმე დღეა, კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფება

უფლებადამცველები: უმარ შიშანი დაჭრილია და არა მკვდარი

“ისლამური სახელმწიფოს” საველე მეთაური, პანკისელი თარხან ბათირაშვილი უკვე რამდენიმე დღეა, კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს. უფლებადაცმველების ცნობით, თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ-შიშანი, ამერიკული ავიაციის დამბომბვის შედეგად მძიმედ დაიჭრა და სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

უფლებადამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელ რამი აბდელ რაჰმანი  იტყობინება,  რომ თარხან ბათირაშვილი სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” კონტროლირებად ქალაქ რაქაში საავადმყოფოში იმყოფება. სირიის ადამინის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის კვლევები ძირითადად, ადგილობრივების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

9 მარტს პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 4 მარტს სირიაში განხორციელებულ ავიაიერიშს შესაძლოა, ექსტრემისტული დაჯგუფების საველე მეთაური ომარ ალ-შიშანი ემსხვერპლა. თუმცა აშშ-ის თავდაცვის უწყებამ საბოლოოდ ინფორმაცია ვერ დაადასტურა. მოგვიანებით, უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ თარხან ბათირაშვილი მძიმედ დაჭრილია.

წყარო

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატია“ერთიანი ნაცონალური მოძრაობა” ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს