თანხა შეწყალების სანაცვლოდ – რა ინფორმაციას ფლობს ელისაშვილი მოქმედ მაღალჩინოსნებზე

ალეკო ელისაშვილ

ალეკო ელისაშვილთბილისის საკრებულოს დამოუიდებელი დეპუტატის სკანდალური განცხადება. ელისაშვილი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ზეწოლის მცდელობის ფაქტებზე საუბრობს. ელისაშვილი კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ჯერჯერობით არ ასახელებს, თუმცა ჰყვება, რომ მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მიუთითებდნენ თუ რომელი პატიმარი უნდა შეეწყალებინათ. აღნიშნულთან დაკავშირებით ელისაშვილმა პროკურატურამ ერთი წლის წინ პროკურატურას უკვე მიაწოდა. ელისაშვილის თქმით, მასთან სატელეფონო ზარები კონკრეტული პატიმრების შეწყალების მოთხოვნით მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ხორციელდებოდა. მისივე თქმით, კონკრეტული მაღალჩინოსნები ,რომლებიც ამ სქემაში იყვნენ ჩართულნი, პატიმართა ოჯახისწევრებისგან იღებდნენ დიდი ოდენობით თანხებს. საუბარია 100 ათასობით დოლარზე.

“ცდილობდნენ ჩემზე ზეწოლას , რომ კონკრეტული პატიმრები გაგვეთავისუფლებინა და მათი საქმეები განგვეხილა რიგგარეშეთ, ვინაიდან ეს პატიმრები კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდნენ. სწორედ ამ პოლიტიკოსებზე მე მივიღე ინფორმაცია ძალიან სარწმუნო წყაროდან, რომ მათ ჰქონდათ წინასწარ 200 ათასი დოლარი აღებული და დაპირდნენ კონკრეტულ ადამიანებს პატიმრების გათავისუფლებას. თუ კი ეს მოხდებოდა შემდეგ ისინი მილიონ ნახევარს აიღებდნენ . მე ეს ინფორმაცია ზალიან სერიოზულმა ადამიანმა მომაწოდა, ის ადამიანი დღესაც მაღალი თანამდებობის პირია . ამის შემდეგ მე ეს ინფორმაცია მივაწოდე პრეზდენტის ადმინისტრაციის უფროს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და რაც მთავარია მთავარ პროკურორს და მის მოადგილეს. მირეკავდნენ , მიგზავნიდნენ მესიჯებს ძალიან კატეგორიულს და მოითხოვდნენ ჩემგან , რომ მე აუცილებლად ჩამესვა განხილვაში ეს ხალხი,”-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

წყარო: ” პირველი რადიო”

banner
წინა სტატიაშიAmazon-ის დანფუძნებელმა ტრამპის კოსმოსში გაგზანა მოითხოვა
შემდეგი სტატიაავსტრიის ქალაქში გეები მოხსნეს შუქნიშნებიდან