თანავუგრძნობ ბატონი გივის ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს ამ დიდი დანაკლისის გამო – პრემიერი

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს სახალხო არტისტ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მთელი ჩვენი ქვეყნისთვის საყვარელი ადამიანის და ნამდვილი სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო. გივი ბერიკაშვილმა ქართულ კინოსა და თეატრში დაუვიწყარი სახეები შექმნა. ძალიან დასანანია, რომ თანამედროვე ქართული კულტურის მოღვაწეთა შესანიშნავ პლეადას ღირსეული წარმომადგენელი გამოაკლდა.

ბატონი გივის ცხოვრება მთლიანად იყო დაკავშირებული თავის ქვეყანასთან, ხალხთან. ის იყო დიდი პატრიოტი და მოქალაქე. გულწრფელად თანავუგრძნობ ბატონი გივის ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს ამ დიდი დანაკლისის გამო“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ავადმყოფობის შედეგად, 83 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა. მსახიობი კლინიკა “მედი ქლაბში” ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.

გივი ბერიკაშვილს 15 მაისს, 84 წელი შეუსრულდებოდა.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის
შემდეგი სტატია“…სამწუხაროა, რომ ეს სარწმუნო ინფორმაცია მართლდება”- კობახიძის ახალი ბრალდება პრეზიდენტს