თამაზ შავშიშვილს და კიდევ 8 ქართველს, კევის აეროპორტში მალავენ

უკრაინული მედია, უკრაინელ ადვოკატ პაველ ბოგომაზოვზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ქართველ ჟურნალისტ თამაზ შავშიშვილს და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ 8 ქართველს, კიევის აეროპორტში მალავენ, რათა მათი დეპორტაცია მოახდინონ.
გავრცელებული ინფორმაციით, კიევის აეროპორტში ჩასულ თამაზ შავშიშვილის ადვოკატ ბოგომაზოვს, სასაზღვრო სამსახურის წამომადგენელმა მაქსიმ სამარსკიმ მიაწოდა ინფორმაცია, რომ აეროპორტში 9 დაკავებული ქართველი ჰყავდათ, რომელთა შორისაც მისი კლიენტიც იყო. მას, ასევე აეროპორტის ერთ-ერთმა პოლიციელმა განუცხადა, რომ იცოდა სადაც მალავდნენ ქართველებს და მათთან დაკავშირებით საქმეში გარკვევას დაჰპირდა, თუმცა მოგვიანებით პოლიციელმა უარყო ქართველების იქ ყოფნა.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ბოგომაზოვს უკრაინელი სამართალდამცავები არ აძლევენ არანაირ ინფორმაციას და განმარტებას, ის თვითონ ცდილობს იპოვოს დაკავებული ქართველები.
მოგვიანებით, რადას დეპუტატმაიური დერევიანკომ, უკრაინულ მდიას ასევე დაუდასტურა ინფორმაცია, რომ კიევის აეროპორტში შავშიშვილთან ერთად, ზურაბ ცინცაძე, ვანო ნადირაძე და მამუკა აბაშიძეც ჰყავთ დაკავებული, რათა საქართველოში მათი დეპორტაცია მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა აშშ ტერორისტების მხარდამჭერად გამოაცხადა
შემდეგი სტატიაერაყის ჯარებმა ISIS-ს კონტროლირებადი ბოლო ქალაქი დაიკავეს