თამაზ მეჭიაურმა ჯერ არ იცის, დაესწრება თუ არა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობას

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ თამაზ მეჭიაურს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, დაესწრება თუ არა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობას.

მეჭიაურმა განაცხადა, რომ ხვალამდე ჯერ კიდე არის დრო მოსაფიქრებლად.

“ხვალამდე დიდი დროა. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი მივალ თუ არა”,- განაცხადა მეჭიაურმა.

ცნობისათვის, პარტიის ყრილობა ხვალ, 16:00 საათზე, სპორტის სასახლეში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიყოფილი პატიმარი ციცო საბაშვილი მთავარ პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ყრილობის მოსაწვევი მიიღო