(video) თამაზ მეჭიაური:ჩემი ადგილი იქ არ არის სადაც ისაა, მაგრამ თუ ის წავა პოლიტიკიდან შეიძლება მეც ვიფიქრო

ჩემი ადგილი იქ არ არის სადაც ისაა, მაგრამ თუ ის წავა პოლიტიკიდან შეიძლება მეც ვიფიქრო-ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში , ლევან ბერძენიშვილზე საუბრისას გააკეთა. გადაცემა “პრიორიტეტებში” მეჭიაური ბერძენიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც , თუ კვირიკაშვილი პარტიის თავმჯდომარე გახდება, მეჭაიურის ადგილი პარტიაში აღარ დარჩება. მეჭიაური ამბობს, რომ მას ბერძენიშვილი “ერჩის” რადგან მას მენტალურად განსხვავებული ხედვები აქვს. “ის არის უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელი ჩვენს ქვეყანაში. ხან რომელი ქვეყნის იყო ხან რომლის. სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად,”-განაცხადა მეჭიაურმა. მან ბერძენიშვილს “რესპუბლიკური პარტიის” მარგინალური ფრთის წარმომადგენელი უწოდა.

https://youtu.be/TzzHBShzXgs

banner
წინა სტატიაშიოდესის პოლიციამ ჟურნალისტებზე თავდამსხმელები დააკავა
შემდეგი სტატია(+ვიდეო) ზურაბიშვილი თვლის, რომ ქორწინებასთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტში ვერ გავა