თამაზ მეჭიაური: ვერ გავხდები ინიციატორი, რომ შოუსთვის ტრიბუნა გავუმზადო ვიღაცას და ამაზე ვიბრძოლო ბიუროზე

ბიუროს სხდომაზე, მოლოდინი იყო, რომ იმსჯელებდნენ, როდის მივიდოდა საქართველოს პარლამენტში ანგარიშით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში მსჯელობა არ ყოფილა.

საპარლამეტო უმრავლესობა, იმას, რომ თებერვლის პირველივე კვირაში გაიმართოს გიორგი ქადაგიძის მოსმენა 2014 წლის ანგარიშით ეწინააღმდეგება.

„არის ეს პოლიტიზირების მცდელობა, არც თუ ისე წარმატებული, რომელსაც რამდენიმე ტელეკომპანია ამას ახორციელებს. რომ უნდათ შოუს ფორმატში გადაიტანონ ამ ანგარიშის განხილვა. თუ ეს სიამოვნებას მიანიჭებს ვიღაცას, მე ვერ გავხდები ინიციატორი, რომ შოუსთვის ტრიბუნა გავუმზადო ვიღაცას და ამაზე ვიბრძოლო ბიუროზე,“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სირიაში ქურთებთან შესახვედრად ჩავიდა
შემდეგი სტატია“პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” უახლოეს მომავალში დასვამს”