თამაზ მეჭიაური – მე უნდა ვიყო მომავალ პარლამენტში

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრ თამაზ მეჭიაურს მომავალ პარლამენტში ყოფნის სურვილი აქვს, თუმცა მეჭიაური ამ დროისთვის არ აკონკრეტებს, მაჟორიტარული წესით თუ პროპორციული სიით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

”მე უნდა ვიყო პარლამენტში და ამის სურვილი მაქვს, მიუხედავად იმისა, იგივე სურვილი გააჩნია თუ არა სხვას. ჩემი მიზანი ის არის, რომ პრინციპები გავატარო, რომელიც სწორად მიმაჩნია. ამისთვის ვთვლი, რომ დღესდღეობით ჩემი ყოფნა არის საჭირო. შეიძლება ამბიციური განცხადებაა, მაგრამ ამას ჩემი სინდისიდან გამომდინარე ვაკეთებ. სია არსებობს მაჟორიტარული, დამოუკიდებელი, არის კიდევ სხვა სიები. არის უამრავი არჩევანი, რომელიც ადამიანს თვითონ უნდა ჰქონდეს და უნდა განსაზღვროს ისეთი ადგილი, რომელიც მის პრინციპებს დაუმადლებლად გაატარებინებს”, – აღნიშნა მეჭიაურმა.

მისივე თქმით, იქნება თუ არა ”ქართული ოცნების” სიაში, ეს არ არის მხოლოდ მათი გადასაწყვეტი, ვინც სიას აკეთებს,

”ეს ჩემი გადასაწყვეტიც არის. მე ყველა საშუალებით სიაში ყოფნა არ მხიბლავს. პარლამენტში მრავალი მოხვედრის გზა არსებობს სიის გარეშეც. არანაირი სურვილი მაქვს დასამადლებელი მქონდეს მანდატი როგორც ზოგიერთებს სურთ ხოლმე წარმოაჩინონ, რომ ვიღაცამ გაგიყვანა და ა.შ. მე ჩემითაც გავსულვარ არაერთხელ, ძალიან წყნარად და მშვიდად მომიგია”, – განაცხადა მეჭიაურმა.

მეჭიაური აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას ვინ იქნება სიაში.

”არ ვფლობ ინფორმაციას ვინ იქნება სიაში. ინფორმაციას ისევე ვფლობ როგორც თქვენ, კულუარებიდან თუ გავიგებ რამეს. განახლება უნდა იყოს, თუმცა ეს უნდა იყოს არა იმ მასშტაბით, რომ შინაარსი განსაზღვროს და დავარცხნილი ”ნაციონალების” ჩანერგვა არ უნდა მოხდეს”, – აღნიშნა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაში„ეს პროცესი შეიძლება, უსისხლო რევოლუციასთან გავაიგივოთ“
შემდეგი სტატიაჩქაროსნული რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი მთლიანად რკინიგზის ბიუჯეტიდან ფინანსდება