(video) თამაზ მეჭიაური: ისინი, ვინც საპატრიარქოს თხუპნიან, პიდარასტები არიან

ჟურნალისტებსა და უმრავლესობის დეპუტატ თამაზ მეჭიაურს შორის შელაპარეკება მოხდა. ვარდების მოედანზე ჟურნალისტებმა მეჭიურისგან კომენტარის მიღება სცადეს ლგბტ უფლებადამცველების დაკავების საკითხზე. შედეგად მეჭიაური ჟურნალისტების კითხვებმა გააღიზიანა და ჰომოფობიური განცხადება გააკეთა.

„ლგბტ-ს ვის ეძახი საპატრიარქოს ღობეებს რომ თხუპნიან? ეგენია ლგბტ? ლგბტ არის ის, ერთ ადგილზე რომ არიან და თავის ერთ ადგილს იქ უვლიან და თავისთვის იყენებენ როგორც უნდათ, არავინ არ უშლის მაგათ, მაგრამ ვინც მიდის და თხუპნის საპატრიარქოს, ეგენი არიან პიდარასტები“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

https://youtu.be/j5K5dDNUNsk

banner
წინა სტატიაშისასტუმრო „რედისონის” წინ ცისარტყელის ფერებში შეღებილი ტაბურეტი დადგეს
შემდეგი სტატიასამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა იწყება