თამაზ მეჭიაური გოგი თოფაძესთან, ირმა ინაშვილთან და ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობას აპირებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაური ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას არ გამორიცხავს.

მისი თქმით, კონსულტაციები აქვს როგორც “ქართული ოცნების“ სხვა წევრებთან, ისე სხვა პოლიტიკურ პარტიებთან.

„კონსულტაციები მაქვს, მათ შორის, “ქართული ოცნების” გუნდის წევრებთან და ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას არ გამოვრიცხავ. ეს ძალა ნებისმიერი გარე გავლენისგან როგორც დასავლეთისგან, ისე ჩრდილოეთისგან დამოუკიდებელი იქნება. ჩემთვის უპირველესი ჩემი ქვეყნის ინტერესია, დანარჩენი ყველაფერი ამ მიზნის მიღწევის საშუალებაა. არის პოლიტიკური ძალები, რომლებთანაც რაღაც ნაწილში, თანამშრომლობა შეიძლება. მაგალითად – გოგი თოფაძესთან, ირმა ინაშვილთან და ნინო ბურჯანაძესთან”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა ტელეკომპანია “GDS”-ის გადაცემა “2030”-ში საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიგიგლა აგულაშვილმა მინისტრებს მეურნეობაში მიმდინარე პროექტები ადგილზე გააცნო
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაურის აზრით, ბიძინა ივანიშვილთან მთელი გუნდი ვალშია