,,თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ნოდარ ქაჩლიშვილმა კანდიდატურა ,,ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა

,თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის“ გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნოდარ ქაჩლიშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატურა ,,ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა. ამის შესახებ საგანგებო განცხადება ნოდარ ქაჩლიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი აღნიშნავს, მან ეს გადაწყვეტილება “ნაციონალური მოძრაობის” საბოლოო დამარცხებისთვის მიიღო.

,,გამომდინარე იქიდან, რომ ჩემსა და დავით სონღულაშვილს შორის გაყოფილი ხმებით სარგებელს მოვუტანდი ,,ნაციონალურ მოძრაობას“, მივიღე გადაწყვეტილება, მოვხსნა კანდიდატურა ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის სასარგებლოდ“, – განაცხადა ნოდარ ქაჩლიშვილმა და ანალოგიური გადაწყვეტილებისთვის სხვა ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატებსაც მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიანკარამ უარყო ხმები იმის შესახებ, რომ რუსეთმა გადატრიალებაზე გააფრთხილა
შემდეგი სტატიაალექსანდრე ინდუაშვილი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა მასზე თავდასხმაში დაადანაშაულა, პოლიციას ჩაბარდა