თამაზ მეჭიაური: ერთადერთი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტს ვერ გავაკრიტიკებ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების თარიღის ადრე დასახელებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„მარგველაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როცა არჩევნების რიცხვი ექვსი თვით ადრე დაასახელა. ეს ის შემთხვევაა, როცა პრეზიდენტს ვერ გავაკრიტიკებ. პრეზიდენტმა ნამდვილად გულწრფელად ჩათვალა, რომ ამით ხელს შეუწყობდა პოლიტიკური პროცესების უფრო დემოკრატიულად განვითარებას“, – აღნიშნა თამაზე მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დეპუტატის აზრით, კარგი გადაწყვეტილება, რომ ყველას ჰქონდეს 6-თვიანი პერიოდი, რათა ნორმალურად, დალაგებულად ჩაატარონ წინასაარჩევნო კამპანია.

„გამოჰყავთ ისე, თითქოს მარგველაშვილი იყოს „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებელი და მისი ამ გადაწყვეტილებით „ქართულ ოცნებას“ აძლევდეს უპირატესობას“, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება”: ვაჟა ლელუაშვილი არავითარი ფორმით არ ყოფილა ჩართული გარდაბნის არჩევნებში
შემდეგი სტატია(+ფოტო) მელიქიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში სააბაზანოს კედელი ჩამოინგრა