„თამარ ჟვანია თვლის, რომ კანონი არ ირღვევა“ – ცესკო-ს თავმჯდომარისა და ენმ-ის წევრების შეხვედრა დასრულდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას შეხვედრა დასრულდა. ენმ მოითხოვდა პასუხს იმასთან დაკავშრებით, რომ საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის ძალით მიყვანა ხორციელდება.

ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, თამარ ჟვანია აღნიშნულს დარღვევად არ მიიჩნევს:

„ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე თვლის, რომ კანონი ამით არ ირღვევა, თუმცა ამასთანავე აღიარებს, რომ ის ქმედებები, რომელიც ჩვენ გავასაჯაროეთ იძლევა ამომრცეველზე ზემოქმედებისა და ამომრჩეველზე ზეწოლის საშუალებას. ეს იყო ზუსტად ის სქემა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებდა მთელი ამ კვირების განმავლობაში და რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობდით. რეაგირება დამოკიდებულია თავად ცესკოზე, მიუხედავად ამისა, მე მოუვუწოდებ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და არ მისცენ არავის იმის უფლება, რომ მათი ნება გააყალბონ“, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვიმა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერიას ინფორმაციით, სოფელ ქვემო სარალში “ევროპული საქართველოს“ აქტივისტს შეურაცხყოფა მიაყენეს
შემდეგი სტატიარუსთავის მერმა დავით ჯიქიამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა