თამარ ჟვანია: პოლიციის ყოფნა არჩევნებზე სულაც არ ნიშნავს რაიმე ტიპის შიშს, ძალადობას

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თვლის, რომ არჩევნებზე პოლიციის ყოფნა რაიმე ტიპის შიშს, ძალადობას არ ნიშნავს.
როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციასა და შსს-ს შორის გაფორმებულია მემორანდუმი სადაც ზუსტადაა აღწერილი, რომ შსს-ს და ცესკოს საქმიანობაც არჩევნების უსაფრთხოებაზე უნდა იყოს მიმართული.
„ამ მემორანდუმში ზუსტადაა აღწერილი, რომ შს სამინისტროს და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ამ კუთხით უნდა იყოს მიმართული არჩევნების უსაფრთხოებაზე, დაცულ გარემოზე, სიმშვიდეზე და თავისუფალ გარემოზე. მიმაჩნია, რომ პოლიციის ყოფნა არჩევნებზე სულაც არ ნიშნავს რაიმე ტიპის შიშს, ძალადობას. ეს ნიშნავს დაცულობას, უსაფრთხოებას და ეს საერთაშორისო სტანდარტია, რაზეც ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, როგორც ჩვენ, ასევე შს სამინისტრომაც“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. მოდულის შენობაში “თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრები დაკითხვაზე იმყოფებიან
შემდეგი სტატიაგანმუხურში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტები განხორციელდება