თამარ ჟვანია: ნებისმიერ დღეს ცესკო მზად არის, არჩევნების ადმინისტრირება განახორციელოს

ნებისმიერ დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს იმის მზადყოფნა, რომ არჩევნების ადმინისტრირება განახორციელოს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რამდენად არის მზად ცესკო 8 ოქტომბერს არჩევნები ჩაატაროს.

როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, ცენტრალური საარჩევნო კომისია დღესაც საარჩევნო რეჟიმშია, რადგან რამდენიმე ოლქში შუალედური არჩევნები ტარდება.

რაც შეეხება თარიღის შესაძლო გადახედვას, თამარ ჟვანიას თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით იყო კონსულტაციები, შეხვედრები, რომელსაც როგორც პრეზიდენტის, ასევე პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„რა თქმა უნდა, გვქონდა არჩევნების საკითხის განხილვა, შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელსაც ესწრებოდნენ პრეზიდენტისა და პრემიერის წარმომადგენლები, გავიარეთ კონსულტაციები ცესკოს და საარჩევნო ადმინისტრაციის მზადყოფნის თვალსაზრისით, თუმცა არის სხვა საკითხები, რომელიც უკავშირდება კონკრეტული პროცედურების რეგულაციებს, ასევე ფინანსურ საკითხებს, რომლებზეც რა თქმა უნდა, ცენტრალური საარჩევნო კომისია დისკუსიაში ვერ შევა. გადაწყვეტილების მიმღები თარიღთან დაკავშირებით კონკრეტული ინსტიტუციაა და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

კითხვაზე, თავად ცესკოს თავმჯდომარეს რა პოზიცია აქვს არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ცესკო მზად არის ნებისმიერი დღისთვის.

„ჩემი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი დღისთვის, დანარჩენი ფინანსურ-პოლიტიკურ ჭრილში, ეს ჩვენ არ გვეხება“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ვისურვებდი, რომ უახლოეს ხანებში ასრულდეს ის ოცნება, რაც 9 აპრილს ადამიანებს ჰქონდათ
შემდეგი სტატიასაქართველოს რომის პაპი შემოდგომაზე ეწვევა