თამარ ჟვანია – მეორე ტური სავარაუდოდ ექვს ოლქში გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, მეორე ტურის ჩატარების უკიდურესი ვადა 15 ნოემბერია. ჟვანიას თქმით, კანონმდებლობით მეორე ტური ინიშნება არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 25-ე დღეს.

„არჩევნების დღიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა, შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიები აჯამებენ არჩევნების შედეგებს. როდესაც ჩვენ გვექნება საბოლოო შეჯამუბელი შედეგები, შევძლებთ, რომ დავნიშნოთ მეორე ტური, რომელიც კანონმდებლობის თანახმად ინიშნება არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 25-ე დღეს. ეს ვადა, 15 ნოემბერი შეიძლება იყოს უკიდურესი, რაც გაწერილია ცესკო-ს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკში. თუმცა, თუ არ იქნა საარჩევნო დავები და რაიმე პრობლემები, უკიდურესი ვადის გამოყენება არ იქნება აუცილებელი“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განმარტებით, წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური სავარაუდოდ ქუთაისის 59-ე , ყაზბეგის 29-ე, ხაშურის 35-ე, ბორჯომის 36-ე, ოზურგეთის მე-60 და მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქებში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიწინასწარი შედეგები წალენჯიხის მერის არჩევნებზე: ფარცვანია – 65%, მესხია- 20%, აბულაძე-11 %
შემდეგი სტატიავულოცავ გამარჯვებას კახი კალაძეს, ვუსურვებ იყოს წარმატებული მერი