თამარ ჟვანია მარნეულში მომხდარ ინციდენტს კრიმინალს უწოდებს

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე. თამარ ჟვანია მომხდარს კრიმინალს უწოდებს და გამოძიებას ელოდება.

სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” შტაბზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხუთი პირი დაშავდა, მათ შორის, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი, ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი.

შემთხვევა “ქართული ოცნების” შტაბთან გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს გაუხსნეს.

ცესკოს თავმჯდომარემ დღეს შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. თამარ ჟვანიას თქმით, ყველა უბანი არჩევნების ჩასატარებლად მზად არის.

„3 ათას 644 უბანი სრულ მზადყოფნაშია არჩვენების ჩასატარებლად. არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54 ათასზე მეტი წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 ათასზე მეტი წარმომადგენელი და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო უბნები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით,“ – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ჟვანიას თქმით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 მილიონ 440 ათას 123 ამომრჩეველია დაფიქსირებული. ცესკოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება.

banner
წინა სტატიაში,,მცდელობა ყიზილაჯლოში მომხდარი დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიებს გადააბრალონ, პოლიტიკური სიბეცე და უნამუსობაა”
შემდეგი სტატიადიდგორის ლაშქარი „ლეიბორისტული პარტიიდან“ მზად არის ხვალ გამარჯვების მოსაპოვებლად – შალვა ნათელაშვილი