თამარ ჟვანია : დიდი ალბათობით, ბევრ ოლქში მეორე ტური გაიმართება

შესაძლებელია, საკმაოდ დიდი რაოდენობის საარჩევნო ოქლში მოხდეს მეორე ტურის გამართვა, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ემ ეტაპზე შედეგები არ იძლევა საშუალებას, ზუსტად იქნეს განსაზღვრული, რამდენ შემთხვევაში და რამდენ საარჩევნო ოქლში იქნება მეორე ტური.

„თუმცა ეს შედეგები,რომელიც რამდენიმე უბნის მიხედვით არის დათვლილი ჯერ-ჯერობით აჩვენებს სურათს, რომ შესაძლებელია საკმაოდ დიდი რაოდენობის საარჩევნო ოქლებშიც მოხდეს მეორე ტურის გამართვა. აქედან გამომდინარე, თითოეული უბნის შედეგი არის მნიშვენლოვანი იმ თვალსაზრისით, რომ საბოლოოდ ვნახოთ სურათი. წინასწარი მონაცემებით, იქნება დიდი ალბათობით შესაძლებელი მეორე ტურების გამართვა”- აღნიშნა თამარ ჟვანიამ, რომელმაც განაცხადა, რომ ცესკო სადღეღამისო რეჟიმში უწყვეტად აგრძელებს შემაჯამებელი ოქმeბის დამუშავებას, რომ შეძლებისდაგვარად მალე, ოქმების 100% იყოს დამუშავებული.

ცესკოში ასევე აცხადებენ, რომ მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში ინტენსიურად ამუშავებენ ოქმებს. ამ პროცესს ხელს უწყობს ისიც, რომ დილის 8:00 საათზე ცესკო-ს ხმის დათვლის ცენტრის თანამშრომელთა ახალმა სმენამ დაიყწო მუშაობა.
ცენტრალური საარჩენვო კომისიის თავმჯდომარემ საზოგადოებას წინასწარი შედეგების განახლებული მონაცემები გააცნო. მაჟორიტარულ ნაწილში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ ეტაპზე 1415 ოქმი აქვს დამუშავებული, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას რამდენიმე საუბნო-საარჩევნო კომისიის საუბნო შემაჯამებელი ოქმების მიხედვით აქვს დათვლილი.

ინდივიდუალური კანდიდატების შედეგების ნახვა დაინტერესებულ პირებს, ცესკო-ს ვებ-გვერდზე შეუძლიათ.

banner
წინა სტატიაშიცსკო-ს წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სანდრა რულოვსი ლიდერობს
შემდეგი სტატიაუსკო-ს წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში ოთხი პოლიტიკური პარტია შედის