თამარ ჟვანია აგრძელებს ლევან თარხნიშვილის ბრჭყალებში საუკეთესო ტრადიციებს

კახა კუკავა - „ოცნება“, „ნაციონალები“ და პროკურორები თავიანთ მრავალმილიონიან აგარაკებზე უნდა გავაგზავნოთ

კახა კუკავა - „ოცნება“, „ნაციონალები“ და პროკურორები თავიანთ მრავალმილიონიან აგარაკებზე უნდა გავაგზავნოთცესკო-ს სხდომაზე 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი აირჩიეს. დღევანდელ სხდომაზე დასწრება უნდოდა გაერთიანებული ოპოზიციის წევრს კახა კუკავას, თუმცა მას ამის უფლება არ მისცეს. კახა კუკავა აპირებს გამოითხოვოს სხდომის აუდიოჩანაწერი და ინფორმაცია არჩეული კანდიდატების და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ.

“თამარ ჟვანია აგრძელებს ლევან თარხნიშვილის ბრჭყალებში საუკეთესო ტრადიციებს, როდესაც დახურულ სხდომაზე განიხილავს საარჩევნო ადმინისტრაციის წევრობის კანდიდატებზე კონკურსებს. კანონის მიხედვით ეს მართალია აბსოლუტურად ცინიკური და ფორმალური ნორმაა, მაგრამ კანონის მიხედვით პროფესიული კვოტა უნდა შეირჩეს დამოუკიდებელი კანდიდატებისგან თუმცა რეალურად თითო საარჩევნო ოლქში თითო კანდიდატი, რომელიც უკვე დამეტკილია იმიტომ, რომ გამოგზავნილია რაიონული გამგეობების მიერ და არანაირი კონკურსი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ გაიმართება,“ – განაცხადა კახა კუკავამ.

კუკავას ბრალდებებს პასუხობენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და იმ მიზეზებს განმარტავენ, რის გამოც მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს.

“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აირჩია 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყველა სხდომა არის გამჭვირვალე და დასწრება შეუძლია ყველა უფლება მოსილ პირს. ვინაიდან კახა კუკავა არ წარმოდგენს უფლებამოსილ პირს, ამიტომ ვერ მოახერხა დასწრება “ – ანა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის მთავრობამ ბუნდესტაგის 11 წევრს მუქარების გამო დაცვა დაუნიშნა
შემდეგი სტატიამთავარეპისკოპოსი სპირიდონის სიტყვა წმინდა სინოდის სხდომაზე