თამარ სანიკიძე: რომ გითხრათ, უფრო გამჭვირვალე და დახვეწილი კვლევის მოლოდინი გვქონდა, ასე არ არის

tamar-sanikidze

რომ გითხრათ, უფრო გამჭვირვალე და დახვეწილი კვლევის მოლოდინი გვქონდა, ასე არ არის, რადგან ტენდენცია ზუსტად იგივეა, რაც წინა კვლევებში იყო, – ასე ეხმაურება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევებს.
“დაწვრილებით ვერ გავეცანი, თუმცა, იყო იქ რამდენიმე თვალში მოსახვედრი თემატიკა. მაგალითად, როგორიც იყო პროცენტული მაჩვენებლები, იგივე პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში. რომ გითხრათ, უფრო დიდის და გამჭვირვალობის და დახვეწილობის მოლოდინი გვქონდა, ასე არ არის, რადგან ტენდენცია ზუსტად იგივეა, რაც წინა კვლევებში იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უმჯობესია მივხედოთ იმ საქმეს, რომელსაც ვემსახურებით და უფრო მნიშვნელოვანია ალბათ. მიუხედავად იმისა, რომ კვლევები ძირითად ტენდენციას აჩვენებს, ისმება კითხვა, რამდენად სწორად აჩვენებს ის, მაგრამ მეორეა საერთაშორისო ანგარიშები, სადაც შედეგების მიხედვით დევს ის ინფორმაცია, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ასეთ ანგარიშებში უკვე დამოწმებული ინფორმაცია ბევრად მნიშვნელოვანია და ბევრად უფრო პოზიტიური”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშივინ მოაჭამა ყური ქარელის გამგებლის მრჩეველს?
შემდეგი სტატიასტიქიის შედეგად ცენტრალურ მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა