თამარ სანიკიძე კვლავ განათლების სამინისტროში ბრუნდება

სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებსა და პედაგოგებს განათლების მინისტრი ულოცავს

jejelavaგანათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე დიდი ალბათობით განათლების ხარისხის მართვის ეროვნულ ცენტრს ჩაიბარებს. როგორც ჟურნალისტებს განათლების ახალმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯლავამ განუცხადა, “სანიკიძესთან მოლაპარაკებები ორ თანამდებობაზე მიმდინაროებს”.

მისივე განმარტებით, სანიკიძემ არჩევანი განათლების ხასრისხის ეროვნულ ცენტრსა და საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობებს შორის უნდა გააკეთოს. ,,პრემიერმა თავიდანვე თქვა და ჩვენ ვცდილობთ ქალბატონი თამარი სისტემაში დავტოვოთ. ეს მცდელობა დიდი ხანია გრძელდება. რამდენიმე ადგილი მაქვს პრობლემური, სადაც მისი წონა და გამოცდილება მჭირდება. ერთი არის საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობა. იქ რომ თამარისნაირი მყავდეს ძალიან მაგარი იქნება, ავშენდები. მეორეა ხარისხის მართვა. ესეც კრიტიკული ადგილია. რომელს აარჩევს თამარი, უახლოეს ერთ კვირაში გახდება ცნობილი”, – განაცხადა მინისტრმა.

იმ შემთხვევაში თუ თამარ სანიკიძე განათლების ხარისხის მართვას ჩაიბარებს, რა ბედი ეწევა მის ახლანდელ ხელმძღვანელს გიორგი შარვაშიძეს? – EDU.ARIS.GE-ს ამ კითხვაზე ალექსანდრე ჯეჯელავამ უპასუხა: “ შარვაშიძე ამ თანამდებობას უბრალოდ აქამდე ითავსებდა და დარჩება მინისტრის მოადგილედ”. ჯეჯელავამ სამინისტროში ადმინისტრაციული კადრების ნაკლებობაზეც გაამახვილა ყურადღება. ,,გიორგი შარვაშიძე ითავსებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას და აღარ შეითავსებს. ასევე ქეთი ნატრიაშვილი, გარდა იმისა, რომ არის მინისტრის მოადგილე, ითავსებს ინფრასტრუქტურის განვითარების სიპის ხელმძღვანელობას. სამწუხაროდ, არც ადმინისტრაციის უფროსი მყავს, ამიტომ ყველაფრის გაკეთება მარტო მიწევს.”, – აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში შს სამინისტროს და სხვა უწყებების შენობებზე დაცვა გააძლიერეს
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარტამენტი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ჯონ კერის მიერ გაკეთებულ განცხადებას ავრცელებს