თამარ სანიკიძე: დანამატების და პრემირების სისტემა, რა თქმა უნდა, დასახვეწია

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის განცხადებით, საქართველოში დღეს არსებული პრემირებისა და დანამატების სისტემა დასახვეწია, თუმცა ბევრად უკეთესია, ვიდრე როდესმე ყოფილა.

როგორც სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს პრემიები და დანამატები რეალურ მიღწევებზეა დაფუძნებული განსხვავებით წინა წლებისგან, როცა გაცემულ პრემიებსა და დანამატებს თან არანაირი განმარტება არ ახლდა.

“რაც შეეხება დანამატების და პრემირების სისტემას, რომელიც საქართველოში არსებობს, რა თქმა უნდა, დასახვეწია, მაგრამ დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე როდესმე ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, პრემიები და დანამატები არის აბსოლუტურად დაფუძნებული იმ მიღწევებზე, შედეგებზე და სამოტივაციო სურათზე, რომელიც რეალურად არსებობს. შეგვიძლია ვნახოთ რამდენიმე წლის წინ გაცემული დანამატები და პრემიები, სადაც გაცემულობების უკან არაფერი არ დგას, არანაირი განმარტება, არანაირი დასაბუთება, რატომ და როგორ. ეს სისტემა ბევრად დახვეწილია, მაგრამ კიდევ თუ დაიხვეწება, ცუდი ნამდვილად არ იქნება”, – განაცხადა სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი: თუ ვინმეს NDI-ს კვლევების სჯერა, “ნაციონალურ მოძრაობას” უსმენს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ჩვენ ეხლა უფრო ღარიბები ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ