თამარ სანიკიძე: ამ წარმატებულ ნოტაზე ვისურვებდი, რომ ღარიბაშვილი ჩვენთან დარჩენილიყო

განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თამარ სანიკიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პოსტის დატოვების შესხებ მიღებული გადაწყვეტილება, მისთვისაც გუშინ გახდა ცნობილი.

სანიკიძე აცხადებს, რომ ღარიბაშვილმა დაასახელა ის მიზეზები თუ რატომ გადაწყვიტა პოსტიდან წასვლა.

„ჩვენთვის პრემიერის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. მან დაასახელა ის მიზეზი, რატომაც აპირებდა წასვლას. მე ვფიქრობ, რომ გარკვევით იყო ნათქვამი მისი მხრიდან. ნამდვილად ძალიან დასაფასებელია ყველა ნაბიჯი, რომელიც მან თავისი მოღვაწეობისას გადადგა. ამ წარმატებულ ნოტაზე ვისურვებდი, რომ ღარიბაშვილი ჩევნთან დარჩენილიყო, თუმცა პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას და წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 23 დეკემბერს დატოვა.

banner
წინა სტატიაშიმინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებაზე პარლამენტი სავარაუდოდ 29 დეკემბერს იმსჯელებს
შემდეგი სტატია“ბიძინა ივანიშვილისა და პაატა ბურჭულაძის ურთიერთობა, შესაძლოა დისტანციურია, მაგრამ ასევე ამხანაგურიც “