(video) თამარ ფხოველიშვილი: მოპარული ხალხის ფულის უკან ცაბუტაშვილი, ჯანყარაშვილი და ღარიბაშვილი დგანან

(video) თამარ ფხოველიშვილი: მოპარული ხალხის ფულის უკან ცაბუტაშვილი, ჯანყარაშვილი და ღარიბაშვილი დგანან

(video) თამარ ფხოველიშვილი: მოპარული ხალხის ფულის უკან ცაბუტაშვილი, ჯანყარაშვილი და ღარიბაშვილი დგანანწყალმომარაგების კომპანიიდან მოპარული ხალხის ფული. კომპანიის ბუღალტერი, რომელიც ახლა საპყრობილეში იმყოფება, არჩევანთან კიდევ ერთ სკანდალურ განცხადებას აკეთებს.

თამარ ფხოველიშვილი ამბობს, რომ მოპარული ხალხის ფულის უკან ცაბუტაშვილი, ჯანყარაშვილი და ღარიბაშვილი დგანან.

როგორც ფხოველიშვილი ამბობს, თანხის მითვისება ცაბუტაშვილის მითითებით ხდებოდა, სქემა კი კომპანიის ფინანსური დირექტორის შემუშავებული იყო.

პატიმრობაში მყოფი ფხოველიშვილი იხსენებს, რომ წყალმომარაგების კომპანიაში ცაბუტაშვილი ჯანყარაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა, შედმეგ კი ცაბუტაშვილმა თანამშრომლების 50% ნაცნობობით შეარჩია და კომპანიაში მიიყვანა, მათ შორის ჩვენი რესპოდენტიც.

თამარ ფხოველიშვილის განცხადებით, მას სქემა ცაბუტაშვილმა გააცნო, რის შემდეგაც ის სამსახურიდან წასვლას გეგმავდა. თუმცა, ამის საშუალება ხელმძღვანელმა არ მისცა და უთხრა, რომ პრობლემები არ შეიქმნებოდა და კომპანიიდან მათი წასვლის შემდეგ რევიზია ჩატარდებოდა და საბუთები გასწორდებოდა.

რესპოდენტი ფხოველიშვილი ამბობს, რომ ხშირად კომპანიაში ირაკლი ღარიბაშვილის მრჩეველი მიდიოდა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ჯანყარაშვილი და ცაბუტაშვილი კი ხშირად ერთად ქეიფობდნენ.

https://youtu.be/65kKyvAT66E

banner
წინა სტატიაში(video) მედეა ვასაძე:უზურდელობის გამო შვიდჯერ ხარ გალახული
შემდეგი სტატიაგიორგი ბაჯელიძე სახელმწიფო ტენდერებში ღარიბაშვილის და ჯანყარაშვილის ინტერესებზე საუბრობს