თამარ კორძაია : ზურაბიშვილმა დაადასტურა , რომ, როცა საგარეო უწყებაში მუშაობდა იქაც არაკომპეტენტური იყო

სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც ის საუბრობს, რომ რუსეთისათვის ოკუპანტის დაძახება ამ ქვეყანასთან დიპლომატიურ ურთიერტობებეს უშლის ხელს, რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაია ეხმაურება მისი თქმით, მთაწმინდის ამომრჩევლებმა უნდა გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებას მეორე ტურში.

“ამ განცხადებით მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ იმ საკითხში, საგარეო საქმეთა ურთიერთობებში და საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომ მუშაობდა მაშინაც არ იქნებოდა კომპეტენტური. თუ ის თვლის, რომ ეს პოზიციები უნდა გადაიხედოს ეს უკვე არის ცალსახად რუსეთის ინტერესების გადახედვა და ვურჩევ მთაწმინდის ამომრჩევლებს გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებას მეორე ტურში,“ – განაცხადა კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშიბათუ ქუთელია : „იმ დღიდან, რაც ეს სასწავლო ცენტრი არსებობს, მსგავს ინციდენტს ადგილი არ ქონია”
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი : “NATO ამბობს, რომ კარი ღიაა, თუმცა არ გიღებთო”