თამარ კორძაია – მერობის კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს

არ არის გამორიცხული „რესპუბლიკელებისა“ და „თვისუფალი დემოკრატების“ ბლოკმა თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილის კანდიდატურა წარადგინოს. თამარ კორძაიას განცხადებით, საკრებულოს დამოუკუდებელ დეპუტატთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს და აუდიენციის დასრულების შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილბა. კორძაიას თქმით, ალეკო ელისაშვილთან თანამშრომლობა საინტერესო იქნება.

“ვფიქრობთ, რომ ამ ფორმატში შესაძლებელია ელისაშვილთან თანამშრომლობა. „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ კარს ზუსტად უპარტიო და აქტიურ ადამიანებს უღებენ. ალეკო ელისაშვილი არის ფიგურა, რომელიც თვლის, რომ თბილისი უნდა გაძლიერდეს და მას არ სურს რომელიმე პარტიის წევრი იყოს”,- განაცხადა თამარ კორძაიამ.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “თავისუფალი დემოკრატებისა” და “რესპუბლიკელების” საარჩევნო ბლოკის თბილისის მერობის საერთო კანდიდატი შესაძლოა, საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იყოს. თავად ელისაშვილმა რომელიმე პარტიის კანდიდატობა გამორიცხა.

“თუ მერის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებ, ვიქნები მხოლოდ დამოუკიდებელი კანდიდატი, სხვა ვარიანტს არც განვიხილავ“,- აღნიშნა საკრებულოს დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში ორსართულიანი სახლი დაიწვა
შემდეგი სტატია​აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი ბაქოში დღეს გაიმართება