თამარ ხულორდავა : ვიზალიბერალიზაციის პროცესს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

მისი თქმით, სავიზო რეჟიმის დამრღვევი მოქალაქეების დეპორტაცია აქამდეც ხდებოდა და მომავალშიც მოხდება.

„შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე ახლა არ არსებობს. იმ მოქალაქეების დეპორტაცია, რომლებიც სავიზო რეჟიმს არღვევენ, აქამდეც ხდებოდა და მომავალშიც მოხდება. ასეთი ფაქტები არ უნდა გაგვიკვირდეს და ზედმეტი აჟიოტაჟიც, ვფიქრობ, არ არის სწორი. გვაქვს შეთანხმება ევროპის წევრ სახელმწიფოებთან, რომ მოქალაქეები, რომლებიც დარღვევით იმყოფებიან მათ ტერიტორიაზე დავაბრუნოთ ჩვენს ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე, რაიმე საფრთხე ვიზალიბერალიზაციის პროცესს არ ემუქრება“, – აცხადებს დეპუტატი.

ბათუმში თამარ ხულორდავა და საქართველოში მყოფი საქართველო-ევროპარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრები სტუდენტებს ხვდებიან. შეხვედრა „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში იმართება.

გუშინ გერმანიიდან ჩარტერული რეისით საქართველოს 68 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშისეტყვა თელავის მუნიციპალიტეტში – სტიქიამ სოფლები, კისისხევი და წინანდალი დააზარალა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : სტატისტიკა აჩვენებს, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ