თამარ ხულორდავა გიორგი კვირიკაშვილის მიერ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივას გამოეხმაურა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივას გამოეხმაურა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივას გამოეხმაურა
„მივესალმები პრემიერმინისტრის ამ ინიციატივას. ეს იქნება სპეკულაციის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ შეიქმნება ობიექტური წყარო, რომელიც მედიაში არსებულ მდგომარეობას დააკვირდება და საზოგადოებას მედია სივრცეში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისივე შეფასებით, მედია სივრცე დღეს არის გახსნილი და თავისუფალი. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ, მათ შორის, ძალიან კრიტიკულ ტელევიზიასაც არ შეექმნას რაიმე დაბრკოლება საკუთარი მაუწყებლობის განხორციელების კუთხით. მე იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება მომავალშიც. ეს ინიციატივა რითაც პრემიერმინისტრი გამოვიდა, ხელს შეუწყობს ამ მხრივ რომ არათუ რეალობაში არ იქნას პრობლემები, არამედ რაიმე კითხვის ნიშნებიც არ გაჩნდეს საზოგადოებაში“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიკომპანია „iPhone+“ საკუთარ მომხმარებლებს ფარულად უსმენს?
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გადასასვლელების დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს